ფეხბურთი

3:27 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტენ ჰაგი: "აქ გაჩერება არ გვინდა"

ამსტერდამის „აიაქსი“ მიმდინარე სეზონის მთავარი სიურპრიზი და ბევრისთვის ნათელი წერტილიცაა. დღეს, ჰოლანდიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

ერიკ ტენ ჰაგი კი საკუთარი გუნდის კარგ თამაშში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მიუხედავად აქამდე ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგებისა, ეს მათი მაქსიმუმი არაა.

„გუნდი კარგ ფორმაშია, მოტივირებულები ვართ და გვჯერა, რომ კარგი თამაშის ჩატარება შეგვიძლია. მოედანზე თვითრწმენით უნდა გავიდეთ, წინ ორი ფინალი გველოდება და მაქსიმუმალურად დახარჯვა იქნება საჭირო. ჩვენ უკვე ბევრი მატჩი ვითამაშეთ და ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრაში კარგი შანსი გვაქვს. ახლა, აქ შეჩერება არ გვინდა, ჩვენი მიზანი ფინალში თამაშია. ვინ წარმოიდგება, რომ ამ წელს ჰოლანდიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდოდა? ჩვენს შესანიშნავი შედეგები ვაჩვენეთ, მაგრამ ეს საკმარისი სულაც არაა“, - აღნიშნა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, „ტოტენჰემი“ „აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში დღეს, საკუთარ მოედანზე დაუხვდება.

სტატისტიკა
0.287571