ფეხბურთი

19:18 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

PFA-ს ვერსიით ვან დეიკი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ინგლისური „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი PFA-ს ვერსიით (პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია) პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ჰოლანდიელმა კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა. ვან დეიკმა რაჰიმ სტერლინგს, სერხიო აგუეროს, ბერნარდო სილვას, სადიო მანესა და ედენ აზარს აჯობა.

მიმდინარე სეზონში ვან დეიკმა 36 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად რაჰიმ სტერლინგი დასახელდა. აქვე გეტყვით, რომ სტერლინგმა ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით გაიმარჯვა და პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

0.120749