ფეხბურთი

18:30 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტებმა სტერლინგი საუკეთესოდ დაასახელეს

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ფეხბურთის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით გახდა.

ინგლისელმა ხმების 62% მიიღო, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი და „სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო გავიდნენ.

მიმდინარე სეზონში სტერლინგმა ყველა ტურნირის ჩათვლით 48 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ ბრიტანეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სტერლინგი პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

0.117348