ფეხბურთი

14:06 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი ამერიკაშიც ჩხუბობს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მშვიდი ხასიათით არც ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა და არც ასაკის მატებას შეუცვლია მისი ხასიათი. ლოს ანჯელეს „გალაქსის“ კაპიტანმა „სოლტ ლეიკ სიტისთან“ შეხვედრა ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო.

გარდა იმისა, რომ შვედმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მეტოქე მცველ ნედუმ ონოუჰასთან იჩხუბა. შვედს ონოუჰა მთელი თამაში ეუხეშებოდა, რასაც მოედანზევე მოჰყვა შელაპარაკება. თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა და კონფლიქტმა გაგრძელება გასახდელშიც ჰპოვა ვიდეო.

დაპირისპირებული მხარეები „გალაქსის“ წარმომადგენლებმა გააშველეს და საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

0.132537