ფეხბურთი

18:25 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვიცი გვარზე ხტის

კატალონიის „ბარსელონამ“ გუშინ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა (ისტორიაში 26-ე) და ნამატჩევს ფეხბურთელები მოედანზე ოჯახის წევრებთან ერთად აღმოჩნდნენ.

მათ შორის იყო ლუის სუარესი, რომელსაც თან შვილი, ლაუტარო ახდა. სწორედ ამ დროს პატარა ლაუტარომ მამას მიბაძა და მისი კბენას დააპირა. ხსენებულ ვითარებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მოგეხსენებათ, სუარესმა „აიაქსში“ თამაშის დროს პსვ ეინდჰოვენის წევრ ოტმან ბაკალის, „ლივერპულის“ მაისურით ბრანისლავ ივანოვიჩს, ხოლო ურუგვაის ნაკრებში თამაშისას ჯორჯო კიელინის უკბინა. ეს სახალისო სიტუაცია მოკლედ ასე შეგვიძლია დავახასიათოთ - კვიცი გვარზე ხტის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112945