ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა იური ტილემანსმა შესაძლოა "ლესტერთან" სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს. როგორც Daily Mirror-ი იუწყება, "მელიებს" ფეხბურთელის გამოსყიდვა სურთ. ამჟამად 21 წლის ნახევარმცველი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით "მონაკოდან" თამაშობს.
როგორც ინგლისური გამოცემა ვარაუდობს, "ლესტერი" მოლაპარაკებაში ადრიენ სილვას ჩართავს, რომელიც "მონაკოშია" განათხოვრებული. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს მოითხოვს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ ლიგა 1-ის კლუბი.
ტილემანსი 2017 წელს "ანდერლეხტიდან" "მონაკოში" გადავიდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო. "მელიებმა" ფეხბურთელი მიმდინარე წლის იანვარში დაიმატეს ფეხბურთელმა პრემიერლიგის ათ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. იურის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროა.