ავტოსპორტი

3:16 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასი ბაქოშიც პოულზეა

იმის მიუხედავად, რომ ყველაზე გრძელი სწორი მონაკვეთის მქონე ბაქოს ტრეკზე, ფავორიტად „ფერარის“ მიიჩნევდნენ, საკვალიფიკაციო რბოლა მაინც „მერსედესის“ დუბლით დასრულდა. „ფერარის“ შარლ ლეკლერმა კი, რომელსაც რბოლის მეორე ნაწილში საუკეთესო დრო ჰქონდა, ავარიის გამო, პოულისთვის ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

პოულ პოზიცია ვალტერი ბოტასმა მოიპოვა. ფინელმა მრბოლმა ბაქოს 6-კილომეტრიანი ტრასა წუთსა და 40.495 წამში გაიარა და 0.059 წამით აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ ლუის ჰამილტონს. ბრიტანელს ტრასის მესამე, ბოლო მონაკვეთში საუკეთესო დრო ჰქონდა, მაგრამ თანაგუნდელს მაინც ვერ აჯობა. ლეკლერის არყოფნისას, „ფერარის“ მხოლოდ სებასტიან ფეტელი შემორჩა, რომელიც მესამე პოზიციას დასჯერდა. ბოტასს ის 0.302 წამით ჩამორჩა.

„სასიამოვნოა, როცა ბოლო წრეზე აღწევ მიზანს“, - განაცხადა ბოტასმა, ვისთვისაც ეს ზედიზედ მეორე, კარიერაში კი მერვე პოულო პოზიციაა. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინათ, ფინელმა ჩინეთის დიდი პრიზის რებოლაც მოწინავე პოზიციიდან დაიწყო. „მერსედესმა“ კი, რომელსაც წინა ორი რბოლა დუბლით აქვს მოგებული, ზედიზედ მესამედ შეძლო სტარტზე მოწინავე ორი პოზიციის დასაკუთრება.

„ფერარი ძალიან სწრაფი ჩანს. და ამიტომ, ეს ჩვენთვის შესანიშნავი შედეგია. აქ ჩამოსვლის წინ, მანქანის გაუმჯობესების საშუალება არ გვქონია. ამიტომ, სტარტზე ორი მოწინავე პოზიციის დაკავებით, რბოლისთვის საუკეთესო წინაპირობაა. რაც შეეხება სისწრაფეს, სარბოლო პირობებში, ჩვენ მათთან ახლოს ვართ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ბაქოს შარშანდელი რბოლა მოიგო.

სამივე პრაქტიკაზე უსწრაფესი ლეკლერი იყო, რომელიც კვალიფიკაციაშიც ფავორიტად იყო მიჩნეული. მაგრამ მონაკოელმა კვალიფიკაციის მეორე ნაწილში მანქანა დაამტვრია და პოულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. რბოლას ის მეცხრე პოზიციიდან დაიწყებს.

ინციდენტი მერვე მოსახვევში მოხდა, სადაც რბოლის პირველ ნაწილში, მსგავსი შემთხვევა რობერტ კუბიცას ჰქონდა. იმავე მოსახვევში სხვა პილოტებმაც დაუშვეს შეცდომები, მათ შორის, ფეტელმა და ჰამილტონმა. მაგრამ მათ მოახერხეს მანქანის შენარჩუნება. „რა სულელი ვარ, სულელი ვარ, სულელი ვარ“, - ასეთი იყო ლეკლერის რეაქცია, რაზეც რადიოთივე მშვიდად უპასუხეს: „პრობლემა არაა, ჩვენ მას ხვალისთვის მოგიმზადებთ“.

მეოთხე დრო მაქს ფერსტაპენს ჰქონდა, რომელმაც უკან მოიტოვა სერხიო პერესი. მექსიკელი ერთადერთი პილოტია, ვინც ბაქოს რბოლის კვარცხლბეკზე ასვლა ერთზე მეტჯერ (ორი მესამე ადგილი 2016 და 2018 წლებში) შეძლო. და როგორც ჩანს, ამჯერადაც სამეულში შესვლის შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს შარშანდელ რბოლას ბოტასი იგებდა, მაგრამ ფინიშამდე საბურავმა უმტყუნა და გამარჯვება ჰამილტონს დარჩა. საინტერესოა ისიც, რომ ამ სეზონში პოულიდან ჯერ არავის მოუგია. ბაქოში კი პოულიდან მხოლოდ ნიკო როსბერგმა შეძლო გამარჯვება (2016 წელს).

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

Q3

  1. 1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:495
  2. 2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:554
  3. 3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:797
  4. 4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:069
  5. 5. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:593
  6. 6. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:681
  7. 7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:886
  8. 8. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:424
  9. 9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:068
  10. 10. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) დროის გარეშე

Q2

  1. 11. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:398
  2. 12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:477
  3. 13. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:494
  4. 14. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:699
  5. 15. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) დროის გარეშე

Q1

  1. 16. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:630
  2. 17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:407
  3. 18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:427
  4. 19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:062
  5. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:45.455
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122708