ფეხბურთი

2:05 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა“ ჩემპიონია. ისევ მესი

ცოტას თუ სჯეროდა, რომ ავანტიურული სულის „ლევანტე“ „ბასას“ გაუძლებდა და ჩემპიონობის სიხარულს კიდევ ერთი ტურით გადაუდებდა. კატალონიელებმა 1:0 მოიგეს, ქვეყნის ჩემპიონები 26-ედ გახდნენ და ახლა მშვიდად შეუძლიათ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოემზადონ.

მწვრთნელმა ვალვერდემ, ლეო მესი თადარიგში დატოვა. ტრავმას მოარიდა. თამაშის სიუჟეტიც ძნელი გამოსაცნობი არ გახლდათ. ცალკარაო რომ იტყვიან, ისეთი იყო. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, ერთხელ ხარიხასაც მოარტყეს ბურთი, მაგრამ ტაბლოზე ისევ 0:0 ენთო.

შესვენების შემდეგ მინდორზე მესი გამოჩნდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ლეომ 62-ე წუთზე გაუტანა აიტორ ფერნანდესს და ეს საკმარისი აღმოჩნდა სამი ქულის და ჩემპიონობის მოსაპოვებლად.

ესპანეთი

პრიმერა. 35-ე ტური. 27 აპრილი

ატლეტიკო - ვალიადოლიდი 1:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 53 123

1:0 ფერნანდესი (66, საკ. კარში)

ატლეტიკო: ობლაკი, არიასი, სავიჩი, გოდინი, ლუისი (კორეა 56), ტომასი (როდრი 46), საული, კოკე, ლემარი, მორატა (ვიტოლო 70), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვალიადოლიდი: მასიპი, მოიანო (ანტონიტო 70), ფერნანდესი, კალერო, ნაჩო, მიჩელი, ალკარასი, პლანო (დე ლა ფუენტე 80), რუბიო (ვილია 63), უნალი, სერხი გვარდიოლა

მწვრთნელი: ხერხიო გონსალესი

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: გოდინი (5), ტომასი (38), კორეა (90+2), კოკე (90+4); მოიანო (1), ალკარასი (35)

ბარსელონა - ლევანტე 1:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 91 917

1:0 მესი (62)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ვიდალი, რაკიტიჩი, არტური (ბუსკეტსი 73), კოუტინიო (მესი 46), დემბელე (რობერტო 84), სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ლევანტე: ფერნანდესი, კოკე, ვეზუ, პიერი, ლუნა, ვუკჩევიჩი (ბარდჰი 65), ხასონი, სიმონი (მორალესი 46), როჩინა (როხერი 84), კამპანია, მაიორალი

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: რაკიტიჩი (14), პიკე (70), სემედუ (77), ბუსკეტსი (90+1); როჩინა (56), ვეზუ (58), კოკე (83)

ბილბაო - ალავესი 1:1

1:0 ბენიატი (41), 1:1 ბასტონი (45)

ლეგანესი - სელტა 0:0

0.11345