ფეხბურთი

2:25 | 28.04.2019 | ნანახია 989 - ჯერ

რონალდუ - 600!

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიან რონალდუმ საკლუბო დონეზე საიუბილეო, მე-600 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ ნიშნულს მილანის „ინტერთან“ შეხვედრაში უწია.

კრიშტიანუმ 62-ე წუთზე დაამწუხრა „ნერაძური“ და ეს მის პროფესიონალურ კარიერაში მე-600 გოლი გამოდგა (სანაკრებო დონეზე გატანილი გოლები არ შედის ჩამონათვალში).

ხსენებული გოლები შემდეგნაირად ნაწილდება: „რეალი“ – 450 გოლი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 118, „იუვენტუსი“ – 27 და „სპორტინგი“ – 5.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:05 | 28.04.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

იქნებ შეძლოს და საუკეთესო ბომბარდირობა მოიპოვოს.
სადაც რონალდუა, იქ 45 წლის ხრონცები არ უნდა "სნაიპერობდნენ"

0.118267