ფეხბურთი

23:44 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონია

საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონი გახდა. OTP Bank ლიგის 30-ე ტურში „ფერენცვაროში“ „ჰონვედთან“ 2:3 დამარცხდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ჩემპიონობა გაეფორმებინა.

სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე უნგრეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდსა და უახლოეს მდევარ „ვიდეოტონს“ შორის 10-ქულიანი სხვაობაა. „ვდეოტონმა“ ამ ტურში „პუშკაშ აკადემია“ (1:1) ვერ დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

„ჰონვედთან“ წაგებულ მატჩში კი ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა. საერთოდაც, სერგეი რებროვის გუნდს ჩვენებური ჩინებულად მოერგო და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

მოგეხსენებათ, დვალი „ფერენცვაროშში“ ზამთარში პოლონური „პოგონიდან“ გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 11 მატჩში 3 გოლით გამოირჩა, რაც მცველისთვის ბრწყინვალე შედეგია. აქვე გეტყვით, რომ "ფერენცვაროში" უნგრეთის ჩემპიონი 30-ედ გახდა.

0.11272