კალათბურთი

23:15 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 20 ქულა ფინალში

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში “ალ რიადის” 86:72 სძლია, ქართველი ფორვარდი შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ცქიტიშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18:42 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ნიკოლოზმა 9-დან 7 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბეირუთი” ფინალის მე-2 შეხვედრას უკვე სტუმრად, 29 აპრილს ჩაატარებს, სერია კი ოთხ მოგებამდეა.

0.115522