ფეხბურთი

16:51 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" იკარდის არ ეშვება

ტურინის „იუვენტუსი“ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, მაურო იკარდის გადაბირების იმედს არ კარგავს. La Repubblica-ს ცნობით, „ბიანკონერი“ მზადაა „ნერაძურის“ არგენტინელის სანაცვლოდ პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი ან ჟოაუ კანსელუ დაუთმოს.

საინტერესოა, რომ „ინტერმა“ „იუვეს“ იკარდი-იგუაინის ბარტერზე უარი უკვე უთხრა, მაგრამ ტურინელები მზად არიან თავიანთი შეთავაზება გააუმჯობესონ.

მიმდინარე სეზონში იკარდიმ 32 თამაში ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111881