ფეხბურთი

14:34 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი: "არ მესმის კოვაჩის მუშაობით უკმაყოფილონი რატომ არიან"

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ული ჰიონესის მუშაობით კმაყოფილია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ხორვატი სპეციალისტი „რეკორდმაისტერში“ კარგად მუშაობს.

„როდესაც მწვრთნელი თავის პირველივე სეზონში გერმანიის თასის ფინალში გადის და პარალელურად ბუნდესლიგის სათავეშია სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ე.ი თავის სამუშაოს კარგად ასრულებს. აქედან გამომდინარე კოვაჩისთვის სასაყვედურო არაფერი გვაქვს.

სეზონის მეორე ნაწილი ჩვენს ისტორიაში საუკეთესო იყო, ბუნდესლიგის 13 მატჩიდან 11 თამაში მოვიგეთ. არ მესმის, ხალხი კოვაჩს რატომ აკრიტიკებს, „დორტმუნდთან“ ერთქულიანი უპირატესობა გვაქვს და ბურთების ბალანსითაც ვჯობივართ. ვიცით, რომ ერთი შეცდომაც შესაძლოა გადამწყვეტი იყოს, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელთაა, უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ისე, როგორც აქამდე. მე ნამდვილად ამაყი ვარ ამ გუნდით“, - თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე „ბაიერნს“ ანტონიო კონტესა და ჟოზე მოურინიოს უკავშირებდნენ, მაგრამ ჰიონესის სიტყვების გათვალისწინებით, შეიძლება ვარაუდით, რომ კოვაჩი პოსტს შეინარჩუნებს თუ „რეკორდმაისტერი“ სეზონს დუბლით დაასრულებს (ბუნდესლიგა და გერმანიის თასი).

0.111949