ფეხბურთი

11:55 | 27.04.2019 | ნანახია 288 - ჯერ

პოგბა "მანჩესტერს" ჩინურ ტურნეში არ გაჰყვება

პოლ პოგბას მომავალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბუნდოვანია. ესპანური El Chiringuito-ს ინფორმაციით, ფრანგმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ ზაფხულში ჩინურ ტურნეში არ ითამაშებს.

„მანჩესტერი“ წინასასეზონო მზადების პროცესს სწორედ ჩინეთში გაივლის, მაგრამ პოგბა გუნდთან ერთად აზიაში გაფრენას არ აპირებს. მეტიც, მინო რაიოლა უკვე მუშაობს, რომ პოლმა დამდეგ სატრანსფერო პერიოდში ნავსაყუდელი შეიცვალოს.

ამ დროისთვის, პოგბას მსურველ გუნდთა რიგებში მადრიდის „რეალი“ ფავორიტია, თუმცა, მისი სამსახურით ტურინის „იუვენტუსიც“ დაინტერესებულია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:04 | 08.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ცოტა ასაკშიც არი

06:55 | 08.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნელ ნელა გამოასწორებს ყველაფერს

06:55 | 08.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

არაუშავს

16:59 | 14.05.2023
valeri8848 (2622)

(((34 წლის გოლიათმა გაზაფხულის მეორე სუპერტურნირი მარცხით დაიწყო))))-------გოლიათი????? მოპარული მეშოკივით კი დაათრევენ

0.078825
288