ფეხბურთი

22:18 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მონპელიემ" 41 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

41 წლის ბრაზილიელმა მცველმა ილტონმა "მონპელიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2020 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ილტონი "მონპელიეში" 2011 წელს "მარსელიდან" გადავიდა და იმავე სეზონში კლუბთან ერტად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მიმდინარე სეზონში კი 41 წლის ბრაზილიელმა ლიგა 1-ის 33 მატჩიდან 31-ში მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ილტონი მიმდინარე სათამაშო წელს ფაქტობრივად შეუცვლელად თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116948