ჩოგბურთი

21:25 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) მეოთხედფინალური მატჩი წააგო, რაც მით უფრო დასანანია, რომ ჩვენებურს მთლიანად შეჯიბრის მოგების კარგი შანსი ჰქონდა.

დღეს, 27 წლის ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზე იმყოფება, 23 წლისა და კლასიფიკაციაში 33-ე პოზიციაზე მდგარ სერბ ლასლო ჯერეს გაეჯიბრა და მართალია, პირველი სეტი მოიგო, საბოლოოდ, 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მე-4 ნომრად განთესილი ბასილაშვილი ბრძოლაში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაება, სადაც გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი 6:3, 0:6, 6:3 დაამარცხა, სერბმა კი ორ მეტოქეს აჯობა: ლატვიელ ერნესტს გულბისს – 6:4, 6:7 (6:8), 7:6 (7:2) და იტალიელ იანიკ სინერს – 6:3, 6:1.
ნიკოლოზი ნახევარფინალში რომ გასულიყო, ტურნირს შემორჩენილი ერთადერთი განთესილი ჩოგბურთელი იქნებოდა, თუმცა, შანსი ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, მომავალ კვირას გამოსაქვეყნებელ რეიტინგში, ნიკა დიდი ალბათობით, 1 პოზიციით დაწინაურდება და მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილს დაუბრუნდება.

0.116524