ბაზელში, IHF ოფისში გაიმართა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მოხვდა B ჯგუფში, სადაც მეტოქეებად ეყოლება ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა და ნიგერია. ტურნირი 8-16 ივნისს გაიმართება თბილისის სპორტის სასახლეში.
A ჯგუფში მოხვდნენ ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი. ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებითვის ითამაშებენ. ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეიოფის საგზურს.
IHF ერთა ჩემპიონატი მესამედ ტარდება . წინა ორი გათამაშება, 2015 წელს კოსოვოში და 2017 წელს ბულგარეთში, ფარერის კუნძულების ნაკრებმა მოიგო.
ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი
8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე
A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი
B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია
ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი.
8 ივნისი: საქართველო - ნიგერია, 9 ივნისი: საქართველო - აშშ,
10 ივნისი: საქართველო - ირლანდია, 12 ივნისი: საქართველო - მალტა,
13 ივნისი: საქართველო - ბულგარეთი
2-2 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას 1-4, 5-8 და 9-12 ადგილებისთვის
ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი
საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში