ჟოზე მოურინიო შესაძლოა მილანის „ინტერში“ დაბრუნდეს. სენსაციურ ცნობას ესპანური გამოცემა Don Balon-ი აქვეყნებს. საინტერესოა, რომ მილანური გრანდი დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ლუჩანო სპალეტის სამსახურიდან დაითხოვს და შესაბამისად, მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება.
აქამდე „ინტერს“ ყველაზე აქტიურად ანტონიო კონტეს უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო დღეების ცნობების მიხედვით, იტალიის ნაკრების თავკაცი „რომას“ ჩაიბარებს, რომელთანაც შეთანხმებას თითქმის მიაღწია.
რაც შეეხება მოურინიოს, პორტუგალიელმა უკვე დააანონსა ზაფხულში ფეხბურთში დაბრუნება და ამასთან გამორიცხა ინგლისში მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო „ინტერში“ 2008-2010 წლებში მუშაობდა და „ნერაძურის“ ისტორიაში პირველად ტრიპლეტი შეასრულებინა და ჩემპიონთა ლიგა 45-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.