კალათბურთი

15:22 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბოსტონის" ლეგენდა გარდაიცვალა

"ბოსტონ სელტიკსის" ლეგენდა ჯონ ჰავლიჩეკი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰავლიჩეკი ბოსტონელების ღირებას 1962-78 წლებში იცავდა.(VIDEO) გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონი რვაჯერ გახდა. 1974 წლის ფინალების საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა 13-ჯერ მიიღო.
ჰავლიჩეკი საშუალოდ კარიერაში ერთ შეხვედრაში 20.8 ქულას, 6.3 მოხსნას, 4.8 პაას და 1.2 ჩაჭრად აგროვებდა.
"ბოსტონის" ისტორიაში ჰავლიჩეკი ქულებით და ჩატარებული მატჩის რაოდენობით გუნდის ლიდერია. ჯონს 26 395 ქულა აქვს ჩაგებული.

"ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. მას კლუბის წინაშე დიდი დამსახურება აქვს. თანავუგრძნობთ ოჯახს და ჩვენს გულშემატკივებს" - ნათქვაბია "ბოსტონის" გავრცელებულ განცხადებაში.

0.114614