ფეხბურთი

17:05 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანს რაბიო არ სჭირდება

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო, დიდი ალბათობით, მადრიდის „რეალში“ აღარ გადავა - წერს Paris United. წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბის“ თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა კლუბის უფროსობას ამცნო, რომ რაბიოს ყიდვა მის გეგმებში არ შედის.

„რეალი“ აპირებდა რაბიოსთან მოლაპარაკების დაწყებას, მაგრამ მწვრთნელის პოზიციის გამო, ალბათ ფრანგზე უარს იტყვის.

ცოტა ხნის წინათ რაბიოს შეძენა „ბარსელონამაც“ იუარა. ფეხბურთელის დედა და ამავდროულად აგენტი, უკვე რამდენიმე თვეა წარუმატებლად ცდილობს შვილის რომელიმე ტოპ-კლუბში მოწყობას. რაბიოს საკუთარ რიგებში ხილვა „ტოტენჰემს,“ „ევერტონს,“ „ჩელსის,“ „მანჩესტერ იუნაიტედს,“ „იუვენტუსს,“ „ინტერსა“ და „ბაიერნს“ სურთ, მაგრამ ყველას მისი ფინანსური მოთხოვნები აფრთხობს. რაბიოს წელიწადში გასამრჯელოდ 10 მილიონი ევროს მიღება სურს, პლუს კონტრაქტის ხელმოწერისას 15 მილიონიანი ბონუსის დამატება.

0.107654