სხვა

16:40 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოფარიკავეები ძალებს სეულის გრან პრიზე სცდიან

26-28 აპრილს სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული ხმლით ფარიკაობაში გრან პრის მასპინძლობს. აღნიშნული შეჯიბრი უმნიშვნელოვანესია, რადგანაც სწორედ კორეიდან იწყება ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო პერიოდი.

სეზონში ფარიკაობის თითოეულ დისციპლინაში, მხოლოდ სამი გრან პრი იმართება. FIE-ს რეიტინგში, გრან პრიზე მოპოვებული სარეიტინგო ქულები კონტინენტის პირველობაზე მოპოვებული ქულების ტოლფასია.

წელს ხმალში პირველი გრან პრი ქაიროში გაიმართა. ეგვიპტეში სანდრო ბაზაძემ წარმატებით იასპარეზა და პირველად ქართული ფარიკაობის ისტორიაში, აღნიშნულ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მესამე გრან პრის კი რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი 24-26 მაისს უმასპინძლებს.

საქართველოდან სეულში საასპარეზოდ სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ლიკა ჯიჯეიშვილი და თეოდორა კახიანი გაემგზავრნენ.

სამწუხაროდ, ჯიჯეიშვილმა ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლია, კახიანმა კი ფრანგ მარგო რიფკისსა (15:12) და ამერიკელ გილიან ადინსკის (15:10) აჯობა და ხვალ, ჩინელ იაქი შაოსთან დაპირისპირება მოუწევს.

0.170955