ფეხბურთი

23:20 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "ვიტ ჯორჯია" უკან მოიტოვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტური თბილისში, „ვიტ ჯორჯიასა“ და გორის „დილას“ შეხვედრით დასრულდა. გუნდებმა კი, სატურნირო ცხრილში ადგილები გაცვალეს.

„დილამ“ 88-ე წუთზე ჯეიკობ ნჯოკუს კინკილა გოლით მოიგო, რომელმაც ნუგზარ სპანდერაშვილის ფლანგური გადაცემა შეირგო და „დილას“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. საინტეროსია, რომ გოლის შემოქმედი ფეხბურთელები ცვლილებაზე გამოჩნდნენ და თამაშის ბედი გადაწყვიტეს.

შედეგად, „დილამ“ 11 ქულა დააგროვა და ამდენივე აქვს „ვიტ ჯორჯიას“, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსის გამო გორელებმა პლეი-აუტის ზონა როგორც იქნა, დატოვეს.

„ვიტ ჯორჯია“ – „დილა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ნჯოკუ (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110162