ჩილეს ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ალექსის სანჩესმა შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. როგორც Independent-ი იუწყება, იტალიელები ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულები არიან და თუ სამხრეთამერიკელი წინადადებას დასთანხმდება, ხელფასის შემცირება მოუწევს. სანჩესი ამჟამად კვირაში 400, 000 გირვანქა სტერლინგს იღებს, ამ თანხის გადახდას კი "ინტერი" არ აპირებს.
სანჩესს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 45 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში სანჩესმა ორჯერ ტრავმა მიიღო და ამის გამო მხოლოდ 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინგლისური მედია ასევე იუწყება, რომ ალექსისი ულე გუნარ სულშერის გეგმებში არ შედის.