კალათბურთი

20:52 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“კავკასიამ” “კაკტუსს” სერია გაუთანაბრა

სუპერლიგის საგზურისთვის ბრძოლა გამძაფრდა. საკვალიფიკაციო სერიაში, რომელშიც “ა” ლიგის ფინალისტი და სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-9 ადგილოსანი თამაშობენ, ანგარიში გათანაბრდა. ბოიან სალატიჩის გაწვრთნილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა 76:56 დაამარცხა “კაკტუსი” და სუპერლიგაში აღზევების შანსი გაუჩნდა.

შეგხსენებთ, რომ პირველი მატჩი კაკტუსელებმა მოიგეს და დღესაც რომ ემარჯვათ, მთავარ მიზანს, სუპერლიგაში დარჩენას საკმაოდ მიუახლოვდებოდნენ, თუმცა კავკასიელებმა დღევანდელ მატჩში სამაგალითო ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში 18 ქულით საუკეთესო იყო ვენდელ ლუისი. 13-13 ქულა კოტე ბიწაძემ და ანდრე უოლკერმა მოაგროვეს. 12 ქულა და 9 მოხსნა რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზეა. “კაკტუსში” 15 ქულით ბომბარდირი გახდა დელანო სპენსერი.

სერიაში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება, ანგარიში 1:1-ია. მომდევნო მატჩი 27 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე გაიმართება.

კაკტუსი – კავკასია
სტატისტიკა: 72:56

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117876