ფეხბურთი

20:04 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ "ოლდ ტრაფორდი" დაიპყრო

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ისტორიაში კიდევ ერთი კუთხით შევიდა. ესპანელი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ გამარჯვების მოპოვება მეტოქის რანგში ზედიზედ სამჯერ მოახერხა.

„ქალაქელებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გუშინ 2:0 დაამარცხეს, ხოლო წინა ორ სეზონში 2:1 სძლიეს ისტორიულ მოწინააღმდეგეს.

მსგავსი შედეგით კი, „მანჩესტერთან“ მისსავე მოედანზე ვერცერთი მწვრთნელი დაიკვეხნის.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ ამ გამარჯვების წყალობით სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა და „ლივერპულს“ ერთი ქულით გაასწრო.

0.059165