კალათბურთი

17:50 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის 4 სამქულიანი ყოფილ გუნდთან

თად მაკფადენის “ხუვენტუტმა” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი “იბეროსტარ ტენერიფესთან” 72:79 წააგო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი კი სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

მაკფადენმა სეზონი სწორედ ტენერიფელთა რიგებში დაიწყო, თუმცა, რამდენიმე თვეში ბადალონელებს შეუერთდა და იქაც სოლიდური სათამაშო დრო აქვს.

თადი გასულ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:04 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მაკფადენმა 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ხუვენტუტი” 15 მოგებითა და 14 მარცხით მე-8 პოზიციაზეა და დარჩენილ ტურებში მაქსიმუმი უნდა გაიღოს, რათა საპლეიფო ადგილი შეინარჩუნოს. საინტერესოა, რომ ბადალონელების უახლოესი მდევარი სწორედ “ტენერიფეა”.
თადის გუნდს მომდევნო შეხვედრა 28 აპრილს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ “ბარსელონასთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105587