ლისაბონის „ბენფიკა“ ყველა ღონეს იხმარს ჭაბუკი ვარსკვლავის, ჟოაუ ფელიშის შესანარჩუნებლად, მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის შემტევის გადაბირების სურვილი უამრავ კლუბს, მათ შორის, „იუვენტუსსაც“ აქვს.
ადრე დაიწერა, რომ ფელიშის გაყიდვის შემთხვევაში, „ბენფიკა“ 120 მილიონ ევროს მოითხოვდა. ახლა კი ეს თანხა 200 მილიონამდე გაზრდილა.
„კლუბი ყველაფერს იღონებს საკუთარი სიმდიდრის შესანარჩუნებლად. ქომაგებს ვპირდები, რომ უახლოეს ხანში კლუბიდან არავინ წავა. არ გვინდა ტალანტები ვკარგოთ და ვიღაც-ვიღაცეები გავახაროთ.“ - უთხრა ლისაბონური კლუბის პრეზიდენტმა, ლუიზა ფელიპე ვიეირამ Corriere dello Sport-ს.
მიმდინარე სეზონში ფელიშმა „ბენფიკას“ მაისურით 22 მატჩში ითამაშა და 13 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტის ვადა კი 2023 წელს იწურება.