პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA), საკუთარ „ტვიტერში“ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრების სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე საკამათო კანდიდატია.
მაგალითად, მეკარის პოზიციაზე „სიტის“ ბრაზილიელი ედერსონი დაასახელეს. მაშინ, როცა მისმა თანამემამულემ, ლივერპულელმა ალისონმა მეტი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა. სიაში მოხვდა „მანჩესტერის“ ფრანგი პოლ პოგბაც, რომელმაც, რბილად რომ ვთქვათ, არასტაბილური სეზონი ჩაატარა და ერთი ხანი, მოურინიუს ეპოქაში, ძირითადშიც ძნელად ხვდებოდა ხოლმე. სამაგიეროდ, სიმბოლურში ვერ მოხვდნენ ედენ აზარი და მოჰამედ სალაჰი. განსაკუთრებით „ჩელსის“ ბელგიელის სიაში არყოფნაა უცნაური. წლეულს ხომ ის ლამის საუკეთესო სეზონს ატარებს კარიერაში.
წლის ფეხბურთელის ნომინაციაში „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა გაიმარჯვა, რომელმაც „სიტის“ გარემარბ რაჰიმ სტერლინგს აჯობა. ასე რომ, პრიზი ლივერპულში დარჩა. შარშან ეს ჯილდო მერსისაიდელთა ეგვიპტელმა, მოჰამედ სალაჰმა მოიპოვა. სხვადასხვა წლებში ამ ნომინაციაში სხვა ლივერპულელებსაც: ლუის სუარესს (2013-14), სტივენ ჯერარდს (2005-06), ჯონ ბარნსს (1987-88), იან რაშს (1983-84), კენი დალგლიშსა (1982-83) და ტერი მაკდერმოტს (1979-80) გაუმარჯვიათ.
რაც შეეხება სიმბოლურ ნაკრებს, პრიზის 45 წლიან ისტორიაში, პირველად მოხდა, რომ ნომინანტთა შორის მხოლოდ სამი კლუბის: „მანჩესტერის,“ „სიტისა“ და „ლივერპულის“ წარმომადგენლები მოხვდნენ.
აქვე ნაკრებიც: ედერსონი („სიტი“), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი (ორივე - „ლივერპული“), ემერიკ ლაპორტი („სიტი“), ენდრიუ რობერტსონი („ლივერპული“), პოლ პოგბა („მანჩესტერ იუნაიტედი“), ფერნანდინიო, ბერნარდუ სილვა, რაჰიმ სტერლინგი, სერხიო აგუერო (ყველა - „სიტი“), სადიო მანე („ლივერპული“).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საპროტესტო იდეა "ნაცებისთვის" 26 მარტს მოვუგეთ გამსვლელი თამაში საბერძნეთს 26 ივნისს მოვუგეთ გამსვლელი თამაში პორტუგალიას, 26 ოქტომბერს არის არჩევნები აშკარად ბიძინა გვიჩალიჩებს რაღაცას თავის კლანთან ერთად. ფაქტია ანტიევროპული პოლიტიკური სარჩელი აქვს ამ ყველაფერს. ყველანი რუსთაველზე! არა რუსულ მოგებას!
26 აგვისტოს კიდე გამორჩეული დღე იქნება, დაბადების დღე მაქვს ))
აი დავიტაშვილს არაფერი ეშველება მაგის დაყენება ნიშნავს რომ გოლს ვერ გაიტან ტიპი ცოცხალი თავით პას არ აკეთებს გუშნაც მექვაბიშვილზე პასი არ გააკეთა
გველესიანს რატომ არ ათამაშებდნენ ამდენხანს მართლა მაგარი კლასნია. ეჰ კაკაბას რომ ჰყავდეს შემცვლელი კარგი იქნებოდა ყველაზე მეტად ეს ბიჭი იღლება და შემცვლელი არ ჰყავს. იმედია ესპანეთი არ ამოგვტენის და კვარას შოუ იქნება