ფეხბურთი

10:26 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ აზარს კვირაში ჯამაგირად 400 ათასს ჰპირდება

თუკი „ჩელსის“ ვარსკვლავი, ედენ აზარი, მომავალ ზაფხულს მადრიდის „რეალში“ გადავა, „სამეფო კლუბი“ მას კვირაში 400 ათას გირვანქას გადაუხდის - წერს The Sun. ამისდაკვალად, ბელგიელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

გამოცემის ინფორმაციით, აზარის ტრანსფერი დაახლოებით 100 მილიონი დაჯდება. აზარს კი „სუფთა“ 400 ათასს გადაუხდიან კვირაში. ანუ, გადასახადების გადახდის შემდეგ. ეს თანხა წელიწადში დაახლოებით 20 მილიონს შეადგენს.

აზარი „ჩელსიში“ 2012 წელს გადავიდა „ლილიდან“ და ამ ხნის განმავლობაში მან პრემიერლიგის ორი ტიტული, თითოჯერ ასოციაციისა და ლიგის თასები, ერთხელ კი ევროპა ლიგა მოიგო.

0.117355