ფეხბურთი

9:48 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „სიტიც“ და „ლივერპულიც იმსახურებენ ჩემპიონობას“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, პრემიერლიგის 31-ე ტურის გადადებულ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ „სიტიც“ და „ლივერპულიიც“ იმსახურებენ ტიტულს.

„მიმაჩნია, რომ ჩვენც და „ლივერპულიც“ ვიმსახურებთ ჩემპიონობას. გუნდი, რომელიც მეორე ადგილზე გავა, ნაწყენი არ უნდა დარჩეს, რადგან წარმატებისთვის ყველაფერი გაიღო.

ჩვენ 89 ქულა გვაქვს, „ლივერპულს“ – 88. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, რადგან სამი ტური კიდევ დარჩა. ყველა შეხვედრის მოგება გვმართებს.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114084