ფეხბურთი

1:05 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ თითქმის ჩემპიონია

დიდი ალბათობით, ინგლისურ პრემიერლიგაში საჩემპიონო მარათონი დამთავრდა. „სიტიმ“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო თანაქალაქელ „იუნაიტედთან“ და „ლივერპულს“ ერთი ქულით გაუსწრო. ახლა „ქალაქელებს“ სამი იოლი შეხვედრა დარჩათ ფინიშამდე და ძნელი წარმოსადგენია, ქულები დაკარგონ.

საკუთრივ შეხვედრა კი ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ ნახევარში დაახლოებით თანაბარი თამაში ვიხილეთ. შესვენების შემდეგ კი „სიტიმ“ უმალ გამოავლინა თავისი უპირატესობა, მეტოქე წნეხში მოაქცია და ბერნარდუ სილვამ ანგარიში გახსნა, დე ხეას დაბალ კუთხეში გაუტანა. თუმცა, აქ ესპანელ მეკარეს უკეთ გარჯა მართებდა.

„იუნაიტედის“ კარის დარაჯმა ვერც მეორე შემთხვევაში ივაჟკაცა, როცა ლეროი სანეს დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა. მაგრამ, ყველაფერს დე ხეას ნუ დავაბრალებთ. მეორე ტაიმში „ქალაქელებმა“ აშკარად დაჯაბნეს „ეშმაკუნები.“

ახლა გადავხედოთ ტიტულის მაძიებელთა დარჩენილ მატჩებს:

სიტი: ბარნლი (28 აპრილი, სტუმრად), ლესტერი (4 მაისი, შინ), ბრაიტონი (12 მაისი, სტუმრად)

ლივერპული: ჰადერსფილდი (26 აპრილი, შინ), ნიუკასლი (5 მაისი, სტუმრად), ვულვზი (12 მაისი, შინ)

კომენტარი თქვენთვის მოგვინდია.

„არსენალმა“ კვლავ წააგო და ოთხეულისთვის ბრძოლაც გაირთულა. არადა, პირველი ტაიმის შუაწელამდე თითქოს საგანგაშო არაფერი იყო. თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და „მეთოფეები“ უპირატესობასაც ფლობდნენ. მაგრამ, მერე დადგა ათწუთიანი მონაკვეთი, როცა სტუმრებმა თავი დაკარგეს და „მგლებმა“ ორი გოლი გაუტანეს. მერე ემერის ბიჭებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ „ვულვზის“ კონტრდარტყმას გადაეყარნენ და მესამე ბურთიც გაუშვეს. ძალიან უცნაურად ჩანდა პირველი ნახევრის შემდეგ „ვულვზი“ – „არსენალი“ - 3:0...

შესვენების შემდეგ ლონდონელებმა ისღა მოახერხეს, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. 31-ე ტურის გადმოტანილი მატჩები. 24 აპრილი

ვულვზი - არსენალი 3:1

ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ.“ 31 436

1:0 ნევეში (28), 2:0 დოჰერტი (37), 3:0 ჟოტა (45+2), 3:1 პაპასტატოპულოსი (79)

ვულვზი: რუი პატრისიუ, ბოლი, კოადი, ბენეტი, კასტრო, ნევეში, მოუტინიუ (გიბს-უაიტი 90), დენდონკერი, დოჰერტი, ჟოტა (კავალეირუ 78), ხიმენესი (ტრაორე 82)

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

არსენალი: ლენო, მონრეალი, კოშელნი, პაპასტატოპულოსი, მეიტლენდ-ნაილსი, ჯაკა, ტორეირა (გენდუზი 59), აივობი (ნკეტია 71), იოზილი, მხითარიანი (კოლაშინაცი 58), ლაკაზეტი

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: დოჰერტი (17), ბენეტი (84); მონრეალი (27), ჯაკა (31), ტორეირა (45)

მანჩესტერი - სიტი 0:2

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 431

0:1 ბერნარდუ სილვა (54), 0:2 სანე (66)

მანჩესტერი: დე ხეა, დარმიანი (სანჩესი 83), სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ, იანგი, ფრედი, პერეირა (ლუკაკუ 72), პოგბა, ლინგარდი (მარსიალი 83), რაშფორდი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

სიტი: ედერსონი, უოკერი, კომპანი, ლაპორტე, ზინჩენკო, ფერნანდინიო (სანე 51), გიუნდოგანი (დანილო 89), დავიდ სილვა, ბერნარდუ სილვა, სტერლინგი, აგუერო (ჟეზუსი 89)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: პერეირა(24), შოუ (89); კომპანი (10), ზინჩენკო (26)

0.116586