ფეხბურთი

23:21 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი ავსტრიაში

ავსტრიის ბუნდელსიგის ჩემპიონთა ჯგუფის 27-ე ტურში გრაცის „შტურმი“ „ლინცს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გრაცელთა სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გაუცდა.

ქართველი შემტევი წარმატებული გამოდგა, რადგან ანგარიში 61-ე წუთზე იაკობ იანტშერმა კიტეიშვილის გადაცემით გახსნა და შედეგად, ჩვენებურმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ოთარი მოედანზე 77-ე წუთამდე იყო და შეცვალეს.

საბოლოოდ, მატჩი „შტურმმა“ 2:1 მოიგო და საჩემპიონო ჯგუფში 21 ქულით მეოთხე ადგილზეა. გრაცელებს ლიდერთან მიახლოვება არ შეუძლიათ, მაგრამ სამეულში მოხვედრა საკმაოდ რეალურია.

0.127365