თამაშგარე

15:48 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანა დე რიიკი “აიაქსის“ სიყვარულში გამოტყდა

ევროპის უმთავრეს საკლუბო გათამაშებაში ამსტერდამის “აიაქსის“ თვალსაჩინო და რაც მთავარია დამსახურებულ წარმატებებს მთელი მსოფლიოს საფეხბურთო და არამხოლოდ საფეხბურთო საზოგადოება ეხმიანება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან წარმატებულ და პოპულარულ გუნდთან აფელირება ყველასათვის ფასეულია.

სხვა მრავალ ცნობილ ადამიანთან ერთად, “აიაქსის“ სიყვარული და ერთგულება საჯაროდ დააფიქსირა, ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარულმა ნიდერლანდელმა მოდელმა ანა დე რიიკმა, რომელსაც აქამდე ცოდვა გამხელილი სჯობს და ფეხბურთის შესახებ ერთი მცირე კომენტარიც კი არ ქონდა გაკეთებული.

ანა დე რიიკი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი ტრადიციულად, ნიდერლანდების უმთავრესი საფეხბურთო კლუბის ქომაგია და თავად დიდი სურვილი აქვს, რომ ახლა მაინც აისრულოს ბავშვი ის ოცნება და “აიაქსის“ თილისმად იწოდებოდეს. ჰოლანდეილს ამსტერდამული კლუბის ტრფიალებას აბა როგორ დავუშლით, მაგრამ საინტერესოა მშვენიერი ანა აქამდე სად იყო?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130907