ფეხბურთი

16:44 | 24.04.2019 | ნანახია 1616 - ჯერ

მსგავსი განცდა არასდროს მქონია" - რონალდოს დღესასწაული "ოცნებების თეატრში" (+VIDEO)

ბრაზილიელი რონალდოს კარიერაში არაერთი დაუვიწყარი თამაში და დღე ჰქონია, მაგრამ 2003 წლის 23 აპრილი "ფენომენისთვის" ყოველთვის გამორჩეული იქნება.

ზუსტად 16 წლის წინ, "ოლდ ტრაფროდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში ეწვია. მადრიდში, ესპანელებს 3:1 მოეგოთ და ინგლისში კომფორტული უპირატესობით ჩავიდნენ. თუმცა, რომ არა რონალდო, "სამეფო კლუბი" იმ დღეს შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდა.

ლეგენდარული ბრაზილიელი "ოცნებების თეატრში" შეუჩერებელი იყო და ფაბიენ ბარტეზი სამჯერ დააწმუხრა. იმ სეზონში ფინალი სწორედ მანჩესტერში უნდა ჩატარებულიყო და ამიტომ, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს იქამდე მისვლის განსაკუტრებული მოტვიაცია ჰქონდა. მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმისა, რომ რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა "მანჩესტერის" წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიღმა დატოვა, "ოლდ ტრაფორდის" ბრძენ პუბლიკას არაფერი შეშლია - სამხრეთ ამერიკელი აპლოდსიმენტებით გააცილეს.

"როდესაც მოედანი დავტოვე, ხალხი ფეხზე წამომიდგა და ტაში დამირკა. ეს ერთადერთი და განსაკუთრებული მომენტი იყო, მსგავსი რამ არასდროს განმიცდია", - გაიხსენებს მოგვიანებით რონალდო.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:33 | 25.04.2019
Sport With pleasure (4571)

ჩემი ბავშვობის ეზოს ძმაკაცების კუმირი "რონალდო რა უნდა თქვა სხვა : ყველა ბავშვს ამის სახელი ეკერა პირზე 2 გოლი რომ გაეტანა მიყოლებით ყველა რონალდო ვარო გაიძახოდა

23:01 | 24.04.2019
giorgi_1981 (462)

პრინციპში არის კიდევაც

22:53 | 24.04.2019
giorgi_1981 (462)

ტრამვამდე მართლაც საოცრება იყო მაგრამ ტრამვის მერე იმის ნახევარსაც ვერ თამაშობდა რაც მანამდე აჩვენებდა არც იყო გასაკვირი კაცს ცალი ფეხი აწყობილი ქონდა ...ალბათ საუკეთესო ცხრიანი იქნებოდა ისტორიაში როარა ტრამვა

00:28 | 25.04.2019
N O D (885)

თუ სადმე ყველა დროის საუკეთესო ნაკრები მინახავს შედგენილი, პრესტიჟული გამოცემების, ყველგან ესაა ცხრიანის ადგილზე. ამაზე უკეთესი ფორვარდი ვინ იყო სხვა?

22:31 | 24.04.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

საოცარი და განუმეორებელი საერთოდ სხვა მოვლენა იყო ტიპი ფეხბურთის ყურება რონალდომ და იმ ბრაზილიის ნაკრებმა დამაწყებინეს

22:23 | 24.04.2019
ბაბუ პერესი (16691)

ნაღდად ქონდა შანსი ყველადროის ყველაზე დიდი გამხდარიყო მაგრამ ტრავმებმა დააზარალა.თუმცა რეალურად მაინც მარტო ფორვარდის ინსტიქტები ქონდა და მესი-მარადონას ფონზე მაინც გაუჭირდებოდა ყველადროის საუკეთესოობა.ეს 2 პატარა ცაცია არგენტინელი ყველაფერი ერთად იყვნენ,ფორვარდიც დრიბლიორიც გამთამაშებელიც და რაც შეიძლება შემტევს მოთხოვო ყველაფერი))

21:47 | 24.04.2019
N O D (885)

ჩემთვის ფეხბურთი და ფეხბურთელი რითაც ფასდება იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ამაზე უკეთესი არავინ მინახავს 1998 წლიდან მოყოლებული.

21:03 | 24.04.2019
recoba22 (730)

ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი!!!!

19:35 | 24.04.2019
THE CROW (214)

ფეხბურთის მეფეეეე.ფენომენი და რავი რა ვუწოდო ამ არანორმალურ ადამიანს.ამაან და დელპიერომ სემაყვარსე ეს სპორტი,მაგრამ სიზლერით ამასტან ალეკსა კიარა ვერავინ ვერ მივა ვერასოდეს.

0.072215