ფეხბურთი

14:53 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი: "უყურეთ, როგორ მოვუგეთ "აიაქსს" 6:2 და ისწავლეთ!"

როტერდამის "ფეიენოორდის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსი ფიქრობს, რომ "აიაქსის" დამარცხება თუ სურთ, მაშინ იანვარში, როტერდამში გამართულ მატჩს უნდა უყურონ და მაგალითო აიღონ.

გარდა ამისა, ვან პერსიმ "იუვენტუსის" შესახებაც იხუმრა და თქვა, რომ ადვილად დაამარცხებენ. ამის თქმის საფუძველს როტერდამელთა და ტურინელთა ნაჩვენები შედეგები აძლევენ ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ.

"ვფიქრობ, რომ ახლა მთელმა ევროპამ იანვარში "აიაქსთან" ჩვენს თამაშს უნდა უყუროს, რომელიც 6:2 მოვიგეთ. "ტოტენჰემს" ამ მატჩიდან სწავლა შეუძლია, სხვებმა კი არ ვიცი ეს რატომ ვერ გააკეთეს. "იუვე"? ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, რომ შევხვდეთ, 11:2 გავიმარჯვებთ", - უთხრა რობინმა Telegraph-ს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, "ფეიენოორდმა" "დე კუიპზე" "აიაქსი" 6:2 გაანადგურა, მაგრამ მას შემდეგ ერიკ ტენ ჰაგის გუნდი საოცარ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113645