ჩოგბურთი

12:37 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შტუტგარტში ჰალეპი არ ითამაშებს

შტუტგარტის ტურნირზე მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი არ ითამაშებს. სიმონა ფედერაციის თასზე თამაშისას დაშავდა, ტრავმა არც თუ ისე სერიოზულია, მაგრამ ჰალეპმა არ გარისკა.

„მცირე ტრავმა მაწუხებს. სჯობს დავისვენო. მაისში მადრიდის და რომის ტურნირებზე უნდა ვიასპარეზო და მაქსიმალურად კარგ კონდიციებში „როლან გაროსს“ უნდა შევხვდე. აქედან გამომდინარე ტრავმით შტუტგარტში თამაში არ იყო სწორი“- განაცხადა ჰალეპმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109899