ფეხბურთი

10:18 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაიპციგი გერმანიის თასის ფინალში გავიდა

გერმანიის თასის ნახევარფინალში, „ლაიპციგმა„ სტუმრად „ჰამბურგს“ 3:1 მოუგო და თავის ათწლიან ისტორიაში პირველად გავიდა ქვეყნის თასის ფინალში.

ანგარიში სტუმარმა იუსუფ პოულსენმა მე-12 წუთზე გახსნა. ტაიმის შუაში კი თანაფარდობა ბეიკერი ჯატამ აღადგინა. მეორე ტაიმში ჯერ ვასილიე იანიჩიჩმა შეაგდო ბურთი საკუთარ კარში, შემდეგ ერთი ემილ ფორსბერგმაც დაამატა და „ხარებმა“ 3:1 გაიმარჯვეს.

ფინალში „ლაიპციგი“ „ვერდერ“ – „ბაიერნის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომლებიც, დღეს, 24 აპრილს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ბრემენში.

0.121183