ფეხბურთი

9:04 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი „ბარსას“ მესამე საუკეთესო მეგოლეა პრიმერაში

ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩში, „ბარსელონამ“ სტუმრად „ალავესი“ 2:0 დაამარცხა. მეორე ბურთი ლუის სუარესმა გაიტანა პენალტით და კატალონიური გუნდის მაისურით პრიმერაში 131 გოლი მოუგროვდა, რაც კლუბის ისტორიაში მესამე შედეგია. ასეთივე მაჩვენებელი აქვს ლადისლავ კუბალას. მეტი მხოლოდ ლიონელ მესის (416) და სეზარ როდრიგესს (190) გაუტანიათ.

ყველა ტურნიში გატანალი გოლების მიხედვით კი, ურუგვაელი მეხუთე ადგილზეა (176) . ლიდერი კი ლიონელ მესი გახლავთ - 597 გოლი.

„ბარსელონამ“ 80 ქულა მოაგროვა და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112429