ფეხბურთი

0:25 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტა კაპიტანია

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა "ვისელ კობეს" კაპიტანი გახდა. ამის შესახებ იაპონური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ვისელ კობემ" მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო.

აქამდე კაპიტანი კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი, გერმანელი ლუკას პოდოლსკი გახლდათ, მაგრამ ამიერიდან თანაგუნდელებს 34 წლის ესპანელი გაუძღვება.

შეგახსენებთ, რომ ინიესტა იაპონიაში 2018 წელს გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 22 თამაშში 3 გოლი გაიტანა. "ვისელ კობე" კი J ლიგის 8 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

0.122772