ჩოგბურთი

20:35 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა წყვილებში წააგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) სასტარტო მატჩი ჩაატარა და წყვილთა თანრიგის ეგიდით მარცხი განიცადა.

ბასილაშვილი და მოლდოველი რადუ ალბოტი გერმანელებს – კევინ კრავიეცსა და ანდრეას მიესს გაეჯიბრნენ და 3:6, 3:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ერთეულთა ბადეში მე-4 ნომრად არის განთესილი და მერვედფინალში გერმანელ პეტერ გოიოვჩიკთან დაპირისპირება ელის.

0.133469