კალათბურთი

19:23 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას „დეტროიტი“ პლეი ოფიდან გავარდა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ“ პისტონსმა „მილოუკი ბაქსთან“ სერია 0:4 წააგო და პლეი ოფიდან გავარდა.

მეოთხე შეხვედრაში „დეტროიტი“ შინ 104:127 წააგო. ფაჩულია მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა იანის ადეტოკუმპომ ჩააგდო, მიჩიგანელებს შორის საუკეთესო 26 ქულით ჯექსონი გახლდათ.

„მილოუკი“ 2001 წლის შემდეგ პირველად პლეი ოფის მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე „ბოსტონი“ იქნება.

0.112362