ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა თვენახევრიანი პაუზის შემდეგ გოლის გემო გაიხსენა და „ბარნლის“ კარი ულამაზეს სტილში დალაშქრა.
არგენტინელმა 3 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და ბუნებრივია, ძალიან გაუხარდა. ფანებთან მივარდა და მეტად ემოციურადაც იზეიმა. გონსალო ერთ-ერთ გულშემატკივარს გადაეხვია და მოურიდებლად თავი მის მკერდში ჩარგო.
ამ სახალისო ვიდეომ სოციალურ ქსელში პოპულარობა რასაკვირველია უმალ მოიპოვა და „პიპიტას“ მიმდინარე სეზონის ყველაზე კარგ მოგონებად სწორედ ეს მომენტი თუ დარჩება...