„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პოლ პოგბას ურთიერთობა შესაძლოა ზაფხულში დასრულდეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, თუ „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, ფრანგი „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს.
ბოლო დროს ხშირად იწერება, რომ პოგბა „მანჩესტერში“ უკმაყოფილოა და მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. ამას ისიც დაერთო, რომ გულშემატკივრებთან ურთიერთობა გაუფუჭდა.
თუმცა, მეორეს მხრივ, ეპანური მედია ამ ტრანსფერის ხელისშემშლელ ფაქტორებზე ალაპარაკდა, რაც ხელფასსა და მინო რაიოლას უკავშირდება. ცნობილია ისიც, რომ პოგბას „რეალის“ გარდა ყოფილი გუნდი გუნდი, ტურინის „იუვენტუსიც“ ეპატიჟება.
შეგახსენებთ, რომ პოგბა „მანჩესტერმა“ 105 მილიონ ევროდ 2016 წლის ზაფხულში შეიძინა. ოლე გუნარ სულშერის გუნდი კი, ბოლო დროს წარუმატებლად თამაშობს და პრემიერლიგის უკანასკნელი 5 მატჩიდან 3 წააგო. შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის საკითხი გაირთულა, თუმცა ვინაიდან, კონკურენტებიც წარუმატებლად თამაშობენ, შანსი ჯერ კიდევ აქვს.