სხვა

14:40 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჰოკეისტთა პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ჰოკეიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში პირველი და ისტორიული გამარჯვება იზეიმა და აღნიშნულ დონეზე ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეგახსენებთ, რომ მექსიკურ სანტა ფეში მიმდინარე ტურნირის სასტარტო ტურში ქართველი ჰოკეისტები ჩრდილოეთ კორეასთან 4:9 დამარცხდნენ, გუშინ კი მასპინძლებს გაეჯიბრნენ და 3:2 (1:1, 1:0, 1:1) იმარჯვეს. შეხვედროს გმირი ალექსანდერ ვასილჩენკო გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.
ახლა, შეჯიბრზე ერთდღიანი შესვენებაა, 24 აპრილს, საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას ეთამაშება, 26-ში – ისლანდიას, 27-ში კი – ისრაელს. ცხადია, რომ ქართველთა უმთავრესი მიზანი მსოფლიო პირველობის II დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, სადაც ჩვენები ისტორიაში პირველად ირჯებიან.

21 აპრილი
საქართველო – ჩრდილოეთ კორეა 4:9
ისრაელი – ისლანდია 6:3
მექსიკა – ახალი ზელანდია 2:7

22 აპრილი
ისლანდია – ჩრდილოეთ კორეა 8:0
ახალი ზელანდია – ისრაელი 3:5
მექსიკა – საქართველო 2:3

24 აპრილი
ახალი ზელანდია – საქართველო
ისრაელი – ჩრდილოეთ კორეა
ისლანდია – მექსიკა

26 აპრილი
ჩრდილოეთ კორეა – ახალი ზელანდია
საქართველო – ისლანდია
მექსიკა - ისრაელი

27 აპრილი
ისრაელი – საქართველო
ისლანდია – ახალი ზელანდია
ჩრდილოეთ კორეა – მექსიკა

0.118686