ფეხბურთი

13:23 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელების ფრე ბულგარეთში

საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ბულგარეთთან. პირველ შეხვედრაში 2:0 მოგების შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი ამჯერად 1:1 დასჯერდა.

მატჩი ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო - 26-ე წუთზე მსაჯმა გიორგი გულიაშვილი გააძევა მოედნიდან. მასპინძლებმა შესვენებამდე შეძლეს გოლის გატანაც, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა კაცნაკლულობის მიუხედავად ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მუკბანიანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი აზაროვმა გამოიყენა.

მთავარმა მწვრთნელმა მეორე შეხვედრაში ასეთი შემადგენლობა დააყენა: ხარშილაძე, სამსონია, ჯანგიძე, კალანდაძე, აწყურელი, გაგნიძე, ლორთქიფანიძე, აზაროვი, მოისწრაფიშვილი, გულიაშვილი, გაგუა.

შეცვლაზე შევიდნენ: ნონიკაშვილი, ოდიშელიძე, მელიქიშვილი, ბოჭორიშვილი, მუკბანიანი, ასკურავა.

www.gff.ge

0.115884