თამაშგარე

16:10 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალიონა სერედოვა ჩაპუტკუნდა

ვეტერანი იტალიელი გოლკიპერის ჯანლუიჯი ბუფონის ყოფილი ცოლი, ჩეხი ექს-მოდელი ალიონა სერედოვა ყოველთვის სიპუტკუნისკენ მიდრეკილი ქალბატონი იყო და ზედმეტ კილოგრამებს იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ვარჯიშითა და დიეტებით თავდაუზოგავად ებრძოდა.

თუმცა, სამოდელო საქმიდან ოფიციალურად წასვლისა და ჯიჯი ბუფონთან დაშორების შემდეგ, ალიონამ დიეტებით ტანჯული ცხოვრება უარყო, ხაშლამასა და ყაურმას მიეძალა და როგორც აპენინის ბულვარული მედია იუწყება, ახლა ლუარსაბის ცოლ დარეჯანივით ფერდებიც შეევსო და ღაბაბიც დაუმრგვალდა.

ალიონა სერედოვა თავისი ჩაპუტკუნების შესახებ მხოლოდ იმას ამბობს, რომ ვინც საჭიროა (იგულისხმება მისი ამჟამინდელი ქმარი, იტალიელი მსახიობი, ვინმე ალესანდრო ნასი) იმას ასეთიც ძალიან მოსწონს და პრეტენზიას არ გამოთქვამს. დანარჩენებმა კი უმჯობესია საკუთარ ქოლესტერინსა და შევსებულ ფერდებს მიხედონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156818