ფეხბურთი

10:38 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში კრუიფისა და გულიტის სისხლით

ჰოლანდიის ერსტედივიზიეს (ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონი) 36-ე ტურში ენსხედეს „ტვენტემ“ „ალკმაარის“ B გუნდს უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. რა თქმა უნდა, თქვენს ყურადღებას ამ მართლაც უმნიშვნელო ამბის გამო არ მივიქცევთ.

საქმე სხვა რამეშია - მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მოედანზე „ალკმაარის“ მეორე გუნდის რიგებში 17 წლის მაქსიმ გულიტი გამოჩნდა, რომელსაც პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა.

და ვინ არის მაქსიმ გულიტი? ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის, რუუდ გულიტი ვაჟი და კიდევ უფრო დიდი ლეგენდის, იოჰან კრუიფის შვილთაშვილია. დიახ, ესტელ კრუიფი დიდი იოჰანის შვილიშვილი და მაქსიმ გულიტის დედა გახლავთ.

„ვამაყობ ჩემი შვილით“, - დაწერა ტვიტერში ესტელმა.

სხვათა შორის, დიდი ბაბუისგან და მამისგან განსხვავებით, მაქსმიმი მეტოქის კარის აღებაზე მეტად, საკუთარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, რადგან სათამაშო ამპლუით მცველია.

აქვე გეტყვით, რომ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ენსხედეს "ტვენტე" ჰოლანდიის ერედივიზიონს ოფიციალურად დაუბრუნდა.

0.116043