ფეხბურთი

1:17 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას საგოლე პასი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა ვაკო გვილიას „გორნიკმა“, რომელმაც უშუალო კონკურენტ „არკას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მნიშვნელოვან გამარჯვებაში ჟაბრჟელთა ჩვენებური ლიდერის წვლილიცაა. ვაკო ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთამდე ითამაშა. ერთადერთი გოლი კი, 53-ე წუთზე კამილ ზაპოლნიკმა გაიტანა, რომელმაც გვილიას კუთხურის შემდეგ თავით მოახერხა მეტოქის კარის აღება. ამრიგად, გვილიამ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

ვაკოს „გორნიკის“ რიგებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 1 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა. „არკას“ რიგებში მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა ლუკა ზარანდია, მაგრამ თავისიანებს დიდად ვერაფრით შეეშველა.

„გორნიკს“ 34 ქულა დაუგროვდა და გადარჩენის ჯგუფში მესამე ადგილზეა, ხოლო „არკა“ 29 ქულით მეშვიდეა. ექსტრაკლასას კი, სწორედ მე-7 და მე-8 პოზიციებზე გასული გუნდები დატოვებენ. ცნობისთვის, მერვე საფეხურზე გიორგი ივანიშვილისა და გიორგი გაბედავას „ზაგლებიე“ იმყოფება.

0.115911