ფეხბურთი

21:05 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ბოლტზე სწრაფია? - ფრანგმა საოცარი სიჩქარე დააფიქსირა (+VIDEO)

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ლიგა 1-ის ბოლო ტურში ყოფილი გუნდის, „მონაკოს“ კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

19 წლის ფრანგმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა და 30 მეტრი საოცარი სიჩქარით გაირბინა. როგორც გაირკვა, კილიანმა ეს მანძილი საათში 38 კმ სიჩქარით დაფარა და უსაინ ბოლტის რეკორდზე მაღალი სისწრაფე დააფიქსირა.

ლეგენდარულმა იამაიკელმა 2009 წელს, ბერლინში, 100 მეტრზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როდესაც ხსენებული დისტანცია 9.58 წამში დაფარა და საშუალოდ საათში 37.58 კმ სისწრაფე განავითარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113567