ჭადრაკი

19:15 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა

დრამატული გამოდგა თურქულ ანტალიაში გამართული ქალთა საჭადრაკო ევროპის ჩემპიონატის დასასრული. 11 ტურის თავზე 8.0 ქულა ერთბაშად ხუთმა მონაწილემ მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი საპრიზო სამეული ასე დაკომპლექტდა: 1. ალინა კაშლინსკაია (რუსეთი, 2477), 2. მარი სება (საფრანგეთი, 2461), 3. ელიზაბეტ პაეტცი (გერმანია, 2456).
აღსანიშნავია, რომ სება დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს (2513) დაუზავდა, რომელიც მე-2 ნომრად იყო განთესილი. მან საბოლოოდ 7.5 ქულით მეექვსე-მეთოთხმეტე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-10 იყო.
ევროპირველობაზე მოთამაშე დანარჩენმა ქართველმა მოჭადრაკეებმა ასეთი შედეგები დააფიქსირეს:
27. ბელა ხოტენაშვილი (2479) – 6.5
48. ნინო ბაციაშვილი (2453) – 6.0
54. მირანდა მიქაძე (2266) – 6.0
56. სალომე მელია (2393) – 6.0
70. სოფიკო ხუხაშვილი (2342) – 5.5
72. მერი არაბიძე (2399) – 5.5
100. ეკატერინე ფიფია (1936) – 4.5
ცნობისთვის, ევროპირველობის საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროს შეადგენდა, საიდანაც ჩემპიონს 10 ათასი ერგო. ტურნირის 14 საუკეთესო მსოფლიოს თასის საგზურით დაჯილდოვდა და მათ შორის ძაგნიძეც მოხვდა.

0.065752